მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით კახეთში ექთანი გარდაიცვალა

კახეთში, სამედიცინო პერსონალს შორის, კორონა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს, დილით, კოვიდ – 19-ით, წნორის არქიმედეს კლინიკის მთავარი ექთანი, ნანა ყაჭიშვილი გარდაიცვალა.

51 წლის ექთანს, რამდენიმე დღის განმავლობაში ლაგოდეხის კოვიდ – მიმღებ კლინიკაში მკურნალობდნენ.
ექიმების განმარტებით, გარდაცვლილს, მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა და მან ვირუსთან გამკლავება ვერ შეძლო.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში, კორონა ვირუსით, 157 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 323 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button