მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ ფახულანის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის დაფინანსება აღუდგათ

სამეგრელოში – სოფელ ფახულანში საოკუპაციო გამყოფი ხაზის სტუდენტებს დაფინანსება აღუდგა.
დარჩენილია სოფლები ჭალე და მუჟავა.

“უპირველეს ყოვლისა,ვიწყებ ასე #არდანებდე! იცოდეთ,რომ არასოდეს დანებდეთ, მინდა ერთი ძალზედ სასიხარულო ამბვი დავწერო და ჩავატიო აქ მცირედი სიტყვებით.დიახ, ჩვენ ეს შევძელით ფახულანს აღუდგა სტატუსი და დაფინანსება”,-ამბობს სტუდენტი,ადგილობრივი მკვიდრი თამთა ხასაია.

ცნობისთვის, სტუდენტებს,რომლებსაც სახელმწიფომ სწავლის დაფინანსება შეუჩერა, ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან არაერთხელ გამართეს აქცია და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდეს. ასეთი კი კონკრეტული სოფლიდან 14 სტუდენტი იყო.

საქმე ეხებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსს, რომლის მიხედვითაც ფახულანის, ლიის, ჭალესა და მუჟავას სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად ფინანსდებოდნენ. თუმცა, 2020 წელს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სოფლებს სტატუსი მოუხსნა, რის გამოც მათი დაფინანსება შეჩერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button