კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა.
35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.
ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა.
გურჯაანში, კოვიდ- 19- ით ორსულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, 30 წლის მშობიარე გარდაიცვალა, რომელსაც ოთხი შვილი დარჩა.
კორონავირუსს ემსხვერპლა, 28 წლის
თემურ ბილანიშვილის სიცოცხლეც, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის მკვიდრია.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ის, მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა ის, ვაქცინირებული არ იყო.
დღეს რეგიონში კოვიდ- 19- ის 178 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა თვეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.