მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში 8 ქვეყნიდან შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი აფრიკული შტამის გავრცელების გამო, საქართველოში 8 ქვეყნიდან შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება.

შეზღუდვა ეხება

სამხრეთ აფრიკას,

ბოტსვანას,

ზიმბამბვეს,

ნამიბიას,

ლესოთოს,

ესვატინს,

მოზამბიკს

და მალავს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ნებისმიერი პირს, მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეა თუ არა აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია , მოუწევს 14 დღიანი იზოლაცია/კარანტინს გავლა.
„14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

ცნობისთვის საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. .- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გუშინ, კორონავირუსის ახალი შტამის გამო სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე საგანგებო აკრძალვა დააწესა აშშ-მ და ევროპამაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს “ომიკრონი” უწოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button