კორონავირუსზე ტესტირებას სასულიერო პირებიც გაივლიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/kaxetiu-epidklinika.jpg)
კორონა ვირუსზე გეგმიურ ტესტირებას სასულიერო პირებსაც ჩაუტარებენ- ამის შესახებ, რადიო ჰერეთს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, საკორდინაციო საბჭომ რელიგიურ კონფესიებთან შეთანხმებით მიიღო.
“გადაწყვეტილება მიღებულია ყველა რელიგიის წარმომადგენლების მონაწილეობით. ყველამ გამოთქვა სურვილი ტესტირების. იეჰოვას მიმდევრებთანაც მიმდინარეობს კონსულტაციები, მათი პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. ასე, რომ, ვისაც სურვილი აქვს, გაიტესტება, ნებაყოფლობითია” – განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთში, კორონა ვირუსით, სასულიერო პირების ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ- 19 დადასტურებული აქვს, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიასაც.
შეგახსენებთ, სავალდებულო ან რანდომულ ტესტირებას, 14 დღეში ერთხელ, PSR ტესტით, სამედიცინო პერსონალი, სოფლის ექიმების ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბაჟოების თანამშრომლები, პედაგოგები, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები ბავშვთა სახლები და მათი პერსონალი, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, სტომატოლოგები და ფარმაცევტები ექვემდებარებიან