კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორპუსიდან უმისამართოდ მსროლელი დაკავებულია

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა.

ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

ამ დროისთვის სამართალდამცველთა ოპერაცია დასრულებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button