მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კოვიდ19-მა სენაკის, სოფელ, ნოსირში, მცხოვრები დედა-შვილ ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა

კოვიდ19-მა სენაკის, სოფელ, ნოსირში, მცხოვრები დედა-შვილ ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა. რამაზ ჯავახია 40 წლის იყო, ხოლო დედა მარინე 62 წლის.

სოფლის რწმუნებულის გოგა ქორიძის თქმით,40 წლის რამაზ ჯავახია ქუთაისში გარდაიცვალა,ხოლო დედა თბილისში.

“მათი მდგომარეობა მძიმე იყო, მამაც უმძიმესია. როგორც ვიცი აცრილები არ იყვნენ. რამაზი გაზის დისტრიბუციაში მუშაობდა,ძალიან კარგი ოჯახი. რა სამწუხაროა, მერამდენე ოჯახი ემსხვერპლა ამ მძიმე სენს”,-გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.

დედა-შვილის ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

რადიო თბილისის კორესპონდენტი  სამეგრელოდან თეა შონიას ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button