მნიშვნელოვანისიახლეები

1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი.

„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button