შანსი მილანისთვის.ლივერპულთან მხოლოდ მოგება სჭირდებათ

ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ტურია და ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე მალე გაირკვევა
ერთერთი მთავარი მატჩი B ჯგუფში ტარდება,სადაც ამ დროისთვის მხოლოდ პირველადგილოსან ლივერპულს აქვს გარანტირებული პოზიცია
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში 3 კლუბია ჩართული.მათ შორის: პორტუს 5 ქულა აქვს,მილანი და ატლეტიკო 4-4 ქულას ინაწილებენ.
სწორედ დღეს,მილანი ლიდერ ლივერპულს მასპინძლობს და როსონერის მხოლოდ 3 ქულის აღება ჭირდება.რაც შეეხება მერსისაიდელებს,ისინი უმოტივაციოდ არიან,რადგან წაგების შემთხვევაშიც კი 15 ქულით პირველ პოზიციას ინარჩუნებენ.
საქმეს ისიც ართულებს,რომ იტალიელებს ფეხბურთელთა შორის დიდი დანაკლისი აქვთ. ტრავმირებულია რებიჩი,კიაერი, ჟირუ და დევიდე კალაბრია.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატში გუნდები ამ დრომდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს.აქედან მეტოქეებმა თითო- თითო მოგება ჩაიწერეს და მესამე,ლეგენდარულ მატჩში,2005 წლის ფინალში ძირითადი დრო ფრედ 3:3 დამთავრდა.შემდეგ კი რაც მოხდა,ქომაგებს კარგად ახსოვთ.დრამატული ფინალი ინგლისელთა ტრიუმფით დასრულდა