მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთში
151 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში . ექიმების შეფასებით, 45 საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე.
ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 209, სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 111 ადამიანი.