რეგიონისაქართველოსიახლეები

კოვიდინფიცირებული პაციენტის მოგზაურობის ისტორია

პაციენტს, რომელსაც ზუგდიდში კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ კონტაქტი ბევრ ადამიანთან ჰქონდა.

ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის 17 აპრილიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ კი, საავადმყოფოს მიმართა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია აცხადებს, რომ ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კონტაქტები ზუგდიდის გარდა თბილისსა და ფოთშიც იკვეთება, რადგან მან შიდა გადაზიდვები განახორციელა.

მისი ინფორმაციით, მამაკაცს აღნიშნული კონტაქტები თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგ უფიქსირდება. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, პაციენტს სიმპტომები 9 მაისს გამოუვლინდა, თუმცა, კლინიკას მხოლოდ 14 მაისს მიმართა.

ინფიცირებულის მეუღლე, სამ არასრულწლოვანთან ერთად, ანაკლიის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული, სადაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცის დედაც მიიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button