რეგიონისაქართველოსიახლეები

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. გუშინ საღამოს კოვიდ-19 რუსეთიდან ჩამოსულ სამ სტუდენტს დაუდასტურდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის განცხადებით, მათ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც უკვე კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კარანტინში 256 ადამიანი იმყოფება. აქედან 216 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტია.

ოკუპირებულ ცხინვალში, კოვიდ ინფექციის 23 შემთხვევა დადასტურდა, 45 პაციენტის კვლევის შედეგებს კი, ჯერ ისევ ელოდებიან. რეგიონში 11 მაისს, რუსეთიდან 18 სტუდენტი ჩავიდა, რომელთაგან 7 ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 11 – ზნაურის რაიონულ საავადმყოფოში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კარანტინის რეჟიმში 300 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსზე ტესტი 388 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთა შორის განმეორებითი ტესტებიცაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button