კოვიდვაქცინა ლაგოდეხში 10 მედიკოსმა გაიკეთა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა დღეს პირველად 10-მა მედიკოსმა გაიკეთა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსი ნუნუ ნოზაძე რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ ვაქცინაცია მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყო და მედპერსონალი ვაქცინას ეტაპობრივად გაიკეთებს. ნუნუ ნოზაძის თქმით, კოვიდვაქცინით აცრა ყველა მომუშავე თანამშრომლისთვის სავალდებულოა.
პირველი ვაქცინირებულები რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და უკუჩვენება არ აღენიშნებათ.
კლნიკა „არქიმედეს“ მენეჯერის ნიკოლოზ ყარალაშვილის განცხადებით, აცრის გაკეთების შემდგომ თუ ვინმეს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, მათ სამკურანალოდ კლინიკაში ცალკე ოთახია გამოყოფილი
შეგახსნებთ, კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინა, 400 დოზა „ასტრაზენეკა“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 14 მარტს მიიღო.
მოისმინეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის ნუნუ ნოზაძის კომენტარი