კრანიოპაგების ოპერაცია წარმატებით ჩატარდა [Video]

ნიუ-იორკის მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში 13 თვის სიამის ტყუპების – ანიასის და ჯეიდონს ოპერაცია ჩაუტარეს.

თავებით შეერთებული ტყუპების დაშორიშორების ოპერაცია 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა. განცალკევების პროცესის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათი მათი თავის ქალების აღდგენას და გამთლიანებას დასჭირდა. ექიმებმა პირველად ჯეიდონის ოპერაცია დაასრულეს. ის დილის 7:30 საათზე გამოიყვანეს საოპერაციო ოთახიდან. მისი უკვე სრულყოფილი ზომის თავი თეთრი დოლბანდით იყო შეხვეული. ბიჭუნა ინტენსიური მეთვალყურეობის პედიატრულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მშობლებმა – ნიკოლ და კრისტიან მაკდონალდებმა მოინახულეს.

ბიჭების მშობლებმა და საავადმყოფომ CNN-ს ამბის გაშუქების ნება დართეს.

მშობლები ჯეიდონის გამოჩენას ემოციებით შეხვდნენ.

“ჩემი ბიჭი” – თქვა ცრემლმორეულმა მამამ.

ცრემლებს ვერ იკავებდა ნიკოლიც. 8 საათზე ანიასი ჯერ ისევ საოპერაციოში იყო. ნიკოლი ფეისბუკზე ჯეიდონის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანიასის ოპერაცია კიდევ 6 საათს გაგრძელა.

ოპერაციას ექიმი ჯეიმს გუდრიჩი უძღვებოდა, რომელიც კრანიოფაგების დაშორების ექსპერტია. მის მიერ ჩატარებული ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია 22 საათს გაგრძელდა. ნიკოლისთვის და კრისტიანისთვის ტყუპების განცალკევების გადაწყვეტილება ურთულესი აღმოჩნდა, ვინაიდან პროცედურა მაღალ რისკებს შეიცავდა, მათ შორის ბავშვების სიკვდილს და ერთ-ერთი ან ორივე მათგანის ტვინების დაზიანებას.

გუდრიჩმა წარმატებული განცალკევების შესახებ მშობლებს დილის 3 საათზე ამცნო – “ჩვენ ეს შევძელით”.

პირად Facebook-გვერდზე ნიკოლი წერს:

“ისინი უკვე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბავშვები არიან და ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულნი, როგორი იქნება მათი მომავალი. სანამ ქირურგმა ოთახი არ დატოვა, ტირილი ვერ შევძელი. კიდევ რამდენიმე თვე კრიტიკული იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორ გაუმკლავდნენ ანიასი და ჯეიდონი ოპერაციას”.

შეგახსნებთ, რომ ექიმმა გუდრიჩმა ანალოგიური ოპერაცია 2004 წელს წარმატებით ჩაატარა. მაშინ მან ტყუპი-კრანიოპაგი განაცალკევა. ამჟამად ბავშვები თავს ჯანმრთელად გრძნობენ და ნევროლოგიური დარღვევებიც არ აღენიშნებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button