სინოპტიკოსები წელს ყველაზე ცივ ზამთარს პროგნოზირებენ

ბოლო 100 წლის მანძილზე, ევროპელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე ცივი ზამთარი წელს იქნება.

ისინი მოსალოდნელი ცივი ზამთრის გამო მოსახლეობას წინასწარ მზადებას ურჩევენ.
გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი ამბობს, რომ 2016-2017 სეზონი უჩვეულო სიცივეს გვპირდება.
მეტეოროლოგიურმა რუკამ, გააოცა სინოპტიკოსები. იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარ-თებერვლშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ და ევროპაში ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი.
მეტეოროლოგი, ჯო ბასტარდი ეთანხმება ევროპელი კოლეგის განცხადებას. “ამ სეზონზე განსაკუთრებული სიცივე იქნება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს არქტიკიდან მომავალი ჰაერის მასები, დიდი ოდენობით ევროპაზე გაივლის” – ამბობს ბასტარდი.
როდესაც ჰაერი მოედინება ატლანტიკის ოკეანიდან, ზამთარი შედარებით მსუბუქია და ახასიათებს სველი
,,აღსანიშნავია, რომ “ამინდის მოძრაობის” ცვლილება მზის ინტენსივობაზეა დაკავშირებული. დღეს, ჩვენ გვაქვს ტემპერატურის ლოკალური ვარდნა. თუმცა, შესაძლოა, გრძელვადიანი გლობალური სიცივისა და ახალი “დიდი გამყინვარების” პექსპექტივაზე საუბარი ნაადრევი იყოს”, – აცხადებს ამინდის სპეციალისტი ელენა ვოლოსიუკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button