მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში 20 000-ზე ცოტა მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის მოსახლეობას მძიმე წუთებში გვერდით დაუდგეს.

როგორც გომელაურმა განაცხადა მსოფლიო ლიდერებმა ომის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ამბობს, რომ 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან უფრო ნაკლები ადამიანია შემოსული, ვიდრე გასულ წლებში, პანდემიამდე. მინისტრის თქმით, 24 თებერვლიდან 9 მარტამდე დაახლოებით 20 ათასი ადამიანია შემოსული, მათგან 3 ათასს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.

“საზღვარი კონტროლდება უმაღლეს დონეზე, მათ შორის მწვანე ტერიტორიაზე… 2019 წელსა და 2021 წელს თუ შევადარებთ, რუსეთიდან 70 პროცენტია შემოსული. ომის დაწყებიდან დღემდე არის 20 ათასზე ოდნავ მეტია შემოსული, როცა 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში იყო 40 ათასამდე…

მათგან ბევრი შემოდის თურქეთის მიმართულებიდან ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში – უმეტესად არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს და გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ რაოდენობაში.

დაახლოებით 3 ათასი ადამიანია შემოსული, რომელიც ჯერ არ გასულა…” – თქვა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელუარი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოება “მაქსიმალურად კონტროლდება”. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 13 დღეში საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

მისივე თქმით, შემოსულებიდან დაახლოებით 3 000 მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა ქვეყნიდან.

“დივერსანტების შემოპარვა სხვა თემაა საერთოდ, ღიად ვერ ვიტყვი რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, აქტიურად ვმუშაობთ”, – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც დასავლეთი რუსეთსა და ბელარუსს სანქციებს უწესებს მათი მოქალაქეები საქართველოში აქტიურად შემოდიან, მათი ნაწილი ცდილობს ბინების ყიდვას და ბიზნესის დაწყებას.

ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები.

უკვე მეთოთხმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს – იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით ადამიანი. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი “ეროვნული ინტერესების” მოტივით არ უერთდება მათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button