კრემლის ლიდერმა რუსეთთან პარტნიორობას მომგებიანი უწოდა
რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას

საიდუმლო არ არის, რომ დასავლელი ოპონენტები ცდილობენ, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნონ ჩვენი მრავალი პარტნიორი, რომ შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმითვე დასავლელი ოპონენტები ცდილობენ შეზღუდონ სხვა ქვეყნების თანამშრომლობა რუსეთთან დარწმუნებით, დაპირებებით და შანტაჟით
მისი თქმით, დასავლეთში არ აინტერესებთ, აღნიშნული რა ზარალს მოუტანს სახელმწიფოებს და ხალხს.
„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი დასავლელი ოპონენტები დარწმუნებით, სხვადასხვა დაპირებებით, შანტაჟით ცდილობენ აიძულონ ბევრი ჩვენი პარტნიორი, შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, ხოლო მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რა ზარალს მოუტანს ეს შესაბამის სახელმწიფოებს და მათ ხალხებს“ , – განაცხადა პუტინმა მეორე ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად უდგება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას“.
„მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ჩვენ ვასრულებთ სრულად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სრულად და დროულად ვასრულებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და საერთოდ, ჩვენს შეთანხმებებს სრულად ვასრულებთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.