მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას ყველაზე დაბალი ქულა აქვს – Freedom House 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,93%-მდე შემცირდა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში დემოკრატიის ქულამ 3.07- დან 3.04-მდე დაიკლო. ორგანიზაცია საქართველოს „ტრანზიციულ ან ჰიბრიდულ რეჟიმად“ მოიხსენიებს.

როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდე შემცირდა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“. Freedom House-ს მაგალითად მოჰყავს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეკომპანიის დირექტორის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც „სულ უფრო და უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას 2022 წელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა „სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს ხელს უშლის“.

„გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო დონით, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

გარდა ამისა, Freedom House აღნიშნავს, რომ „ევროსაბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ, სხვადასხვა კრიტიკული სფერო გამოვლინდა, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ“.

Freedom House აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, რაც ქვეყანაში არსებული პოლარიზციის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზეც, რომელმაც მათი თქმით, შეშფოთება გამოიწვია სავარაუდო პოლიტიკური ანტაგონიზმის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევისა და მართლმსაჯულების ამასთან საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად, ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა.

საქართველო გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში და ჰერცეგოვინაში და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთმა შეფასების შვიდი კრიტერიუმიდან 5-ში აჩვენა ვარდნა და ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნის მიერ განცდილი რეკორდული რეგრესია. უნგრეთის დემოკრატიის ხარისხის გაუარესება კი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილმა პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა.Freedom House-ის შვიდ კომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდა მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთი მაკედონია, ლიეტუვა და კოსოვოვო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას.

“ვლადიმირ პუტინის ბრუტალური, არაპროვოცირებული დამპყრობელი ომი უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის პროცესს და აფართოებს პოლიტიკური ბზარების ფართობს”, – ასე აფასებს მდგომარეობას Freedom House-ის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი.

“დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის პარტნიორებმა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელები თავს იცავენ ბრძოლის ველზე და მათი მსხვერპლი და თავდადება არ უნდა გაიფლანგოს. მხოლოდ მყარი ბიძგი დემოკრატიული პროგრესისკენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიის რეგიონში მოიტანს თავისუფალ და წარმატებულ მომავალს ამ რეგიონისთვის”, – მიიჩნევს მაიკლ აბრამოვიჩი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მედიაპლურალიზმი ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ის Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო.

კობახიძეს მაგალითად წინა ხელისუფლება მოჰყავს და ამბობს, რომ “მაშინ იყო სრული სატელევიზიო მონოპოლია, ოცნების დროს კი ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო”. მისი თქმით, საუბარი უკუსვლაზე “უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა”.

“რეალურად, გამოქვეყნდა სხვა საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირიქით, გაუმჯობესება გვქონდა ამ სფეროში. რა ვიცი, თვითონ უნდა გაერკვნენ. მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, რეალურად, მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. გახსოვთ, წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა ტელევიზია იყო მონოპოლიზებული, ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში არსებული მდგომარეობა, სრული სატელევიზიო მონოპოლია. ჩვენს დროს ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო, რაც დღემდე არის შენარჩუნებული. ასეთ დროს, საუბარი უკუსვლასა და ა.შ. არის უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება”, – თქვა კობახიძემ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას ყველაზე დაბალი ქულა აქვს – Freedom House 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.

დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა 3,50-დან 3,25-მდე (ყველაზე მაღალი ქულა 7) ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო. ანგარიშში მაგალითებად კი მოყვანილია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელევიზიის დამფუძნებლების მიმართ სასამართლო დევნა, ასევე უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც შეარყია სარედაქციო დამოუკიდებლობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button