უკრაინა პარტნიორი სახელმწიფოები კვლავ სამხედრო დახმარებას უწევენ

იაპონიამ უკრაინას 100 სამხედრო მანქანა გადასცა. განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული საგანგებო ცერემონიისას გააკეთეს.
ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის ელჩი იაპონიაში, სერგეი კორსუნსკი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინა ტოკიოსგან სამხედრო მანქანებს იღებს. გადაწყვეტილება ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ მიი
სამიტზე, იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაპირება მიიღო, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი 19-21 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სამიტის პირველ დღეს, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება, მათ მივაწვდით თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან დიალოგი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„ფრონტზე ეს მოგზაურობა იყო ბოლო კომპონენტი პარტნიორებთან მრავალი შეხვედრის და მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე, წინა კვირებში. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანია უკრაინის გაძლიერება, თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 24 მაისს, კიევში მოულოდნელი ვიზიტისას, შეხვედრა გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ოლექსი რეზნიკოვთან, აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
ვიზიტი ერთი დღით უსწრებს წინ ვირტუალურ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა (UDCG), რომელიც აერთიანებს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდამჭერ ათობით სახელმწიფოს.
“ვისაუბრეთ ჩვენი სამხედროების მიმდინარე წვრთნებზე ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ამ წვრთნათა მთავარ პრიორიტეტებზე და მნიშვნელობაზე. საშუალება მოგვეცა, ხელი ჩამოგვერთმია პილოტებისთვის, რომლებმაც ბრიტანეთში წვრთნა გაიარეს და უკვე წარმატებით იყენებენ Storm Shadow-ის იარაღს”, – წერს რეზნიკოვი სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უოლესის განცხადებით, გრძელი რადიუსის Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც უკრაინას ბრიტანეთმა მიაწოდა, ამგვარი ტიპის იარაღს შორის პირველი იყო. “ასეთი იარაღი მივაწოდეთ იმიტომ, რომ რუსეთი კვლავაც იყენებს თავის გრძელი რადიუსის რაკეტებს და ამას აკეთებს სამოქალაქო პირებისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საზიანოდ”, – აღნიშნავს უოლესი გავრცელებულ განცხადებაში.
M1A1 Abrams-ის ტანკებზე უკრაინელების წვრთნა აშშ-ს ძალებმა შესაძლოა მომდევნო კვირაში დაიწყონ. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” პენტაგონის პრესმდივანზე, გენერალმა პეტ რაიდერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაიდერი, ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში, დაახლოებით 250 უკრაინელი, სწავლებებისთვის გერმანიაში ჩავა.
უკრაინელები სწავლებას „აბრამსის“ 31 ტანკზე გაივლიან. ტანკები გერმანიაში მიმდინარე თვის დასაწყისში ჩავიდა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამატებით კიდევ 31 M1A1 აბრამსის ტანკები, უკრაინაში შემოდგომაზე ჩავა.
გერმანიაში დაგეგმილი სწავლებები, სავარაუდოდ, 10 კვირა გაგრძელდება და ფოკუსირებული იქნება ტანკების მართვაზე, კომბინირებული შეიარაღების ბრძოლაში მათ მანევრირებაზე და ასევე, მათ მოვლაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 24 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 204 760
ტანკი – 3 792
ჯავშანტექნიკა – 7 424
საარტილერიო სისტემა – 3 339
სარაკეტო სისტემა – 570
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327
თვითმფრინავები – 309
ვერტმფრენი – 296
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 871
საკრუიზო რაკეტები – 1 015
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 146
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 440.