კრიშტიანო რონალდო და პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისშია

თბილისს ესტუმრა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც არის 2014 წლის ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანო რონალდო.

პორტუგალიის ნაკრებს 13 ივნისს ერევანში ევრო 2016–ის შესარჩევი მატჩი ელის სომხეთის გუნდთან, მოსამზადებლად კი პორტუგალიელებმა თბილისი არჩიეს.

გუნდი რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა ლისაბონიდან და სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” დაბინავდა. პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშები დახურული იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button