“კახეთის ენერგოდისტრიბუციას” ახალი მმართველი ჰყავს

კახეთის რეგიონულ ელექტროგამანაწილებელ კომპანიას გაკოტრების ახალი მმართველი ჰყავს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ენერგოდისტრიბუციაში განუცხადეს, ამიერიდან ენერგო უწყებას მამუკა კოპალეიშვილი ხელმძღვანელობს.

კომპანიაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლად მან ზაურ რეხვიაშვილი შეცვალა, რომელიც ამავე თანამდებობას 2013 წლის ნოემბრიდან იკავებდა. ამ დრომდე მამუკა კოპალეიშვილი “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” საერთო საკითხებში დირექტორად მუშაობდა.

მამუკა კოპალეიშვილის ენერგოგამანაწილებელ კომპანიებში მოღვაწეობას წინ უძღოდა მისი 2 წლიანი საქმიანობა პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებაში”, სადაც ის საინფორმაციო ანალიტიკურ განყოფილებას, შემდეგ კი საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

2012–2013 წწ მამუკა კოპალეიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩევვლად მუშაობდა. 1998–2003 წწ იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, შემდგომ კი კომისიის მდივანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button