NBA: მარიხუანას ლიგაშიც ითხოვენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები გამოვიდნენ ინიციატივით – ამოიღონ მარიხუანა აკრძალული პრეპარატების სიიდან. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა TMZ.
გამოცემამ გამოკითხა ათი კალათბურთელი. აბსოლუტურად ყველა რესპონდენტი მარიხუანას ლეგალიზაციას ემხრობა. სპორტსმენები გამოკითხვაში მონაწილეობას ანონიმურ პირობებში დათანხმდნენ.
“NBA-მ არ უნდა გაუწიოს რეკლამა მარიხუანას, მაგრამ რატომ არ უნდა გამოიყენოს პრეპარატი მოთამაშემ მაშინ, როცა ექიმის დანიშნულება აქვს?” – განაცხადა ერთ-ერთმა კალათბურთელმა.
ეს საკითხი შეიძლება განიხილონ კლუბებსა და ლიგას შორის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების მოლაპარაკებისას, რომელიც 2017 წელს გაიმართება.
NBA-ში ანტინარკოტიკული პროგრამის დარღვევისთვის მოთამაშეებს ჯარიმები და დისკვალიფიკაცია ეკუთვნით. მაგალითად, ამა წლის იანვარში “მილუოკი ბაქსის” ცენტრმა ლარი სანდერსმა ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც მის სისხლში მარიხუანას კვალი აღმოჩნდა.
წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”