მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ მხარეებს დოკუმენტს თავად შესთავაზებს

პოლიტიკურ მხარეებს შორის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით, დიალოგი გრძელდება. ევროკავშირის მაღალჩინოსანი დღეს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ დოკუმენტს შესთავაზებს.

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც ოპოზიციური პარტიების ასევე, მმართველი გუნდისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ევროპელმა დიპლომატმა პარტიებს მოუწოდა დოკუმენტზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა აიღონ.

“პარტიებს მოვუწოდებ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ეს ლიდერებისთვის იქნება საშუალება, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე. მინდა გაგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული იქნება – საქართველოს ხალხი. დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ უზრუნველყონ საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება”, – აღნიშნა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, მედიაციის ფარგლებში დანიელსონი ქვეყანაში მეორე ვიზიტით ჩამოვიდა, მანამდე შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.

პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button