სპორტი

კრისტიან ერიქსენი იყიდება. მიზეზი იტალიური კანონმდებლობაა

მილანის ინტერი მზადაა,კრისტიან ერიკსენი გაყიდოს, რადგან 29 წლის დანიელ ფეხბურთელს კარიერის განახლების საშუალება მიეცეს. ამის მიზეზი მკაცრი იტალიური კანონმდებლობაა.

მსმენელისთვის ცნობილია, რომ დანიის ნაკრების ნახევარმცველმა გასულ ზაფხულს, ფინეთთან ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს მოედანზე გულის შეტევა მიიღო და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

მოგვიანებით კი ერიქსენს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს.

იტალიაში მოქმედი სპეციალური სამედიცინო პროტოკოლის ტანახმად, რომლის თანახმად, პირებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი უდგათ, სპორტის კონტაქტური სახეობებით დაკავება ეკრძალებათ.

ამიტომ, ინტერს არ შეუძლია დანიელი ფეხბურთელი 2021/22 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანოს.

ინტერი მზადაა, წინადადებები იმ ქვეყნების კლუბებიდან განიხილოს, სადაც კანონმდებლობის თანახმად, ელექტროკარდიოსტიმულატორის მქონე ფეხბურთელს ვარჯიშსა და თამაშზე პრობლემები არ შეექმნება.
კრისტიან ერიკსენი მილანის ინტერმა 2020 წლის დასაწყისში, ლონდონის ტოტენჰემიდან 27 მილიონ ევროდ იყიდა.

ნახევარმცველმა იტალიური კლუბის მაისურით 60 მატჩში ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button