სპორტი

ლაუტარო მარტინესს ინტერმა კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინტერის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა, არგენტინელ თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს კონტრაქტის ვადა გაუზარდა.

შემტევ თავდამსხმელს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე ქონდა, თუმცა ახალი ხელშეკრულების მიოხედვიტ, არგენტინელი კლუბში 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

24 წლის ლაუტარომ ამ სეზონში სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, 2020/21 წლების სეზონში კი, 47 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასიც გააკეთა.

მარტინესი მილანურ კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონიც გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button