თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაში საათ-ნახევრის წინ გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდი 2 მეგობართან ერთად თბილისის ზღვაზე ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც გაუჩინარდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა არის აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული.

თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button