კვლევის მიზნით საზამთროსა და ნესვის 30 ნიმუში აიღეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგის ფარგლებში უვნებლობის პარამეტრებზე კვლევის მიზნით, საზამთროსა და ნესვის 30 ნიმუში აიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. კერძოდ, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების ზღვარი დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.
ნიმუშების აღება განხორციელდა აგრარული ბაზრებიდან და სუპერმარკეტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, დედაქალაქსა და კახეთის, აჭარის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.