მნიშვნელოვანისიახლეები

ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1400-მდე შემთხვევა

ომიკრონით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი – ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ. ექიმები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას. პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი.

“ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის ომიკრონზე.თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც,”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის ხმა

ეპიდემიოლოგთა პროგნოზით, დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება.მანამდე კი, დღეში ახლად დაავადებულთა რაოდენობა ათობით ათასს მიაღწევს. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ახალი ომიკრონ ვარიანტი ყველას შეიძლება შეხვდეს, აცრილსაც და გადატანილი ვირუსის მქონე ადამიანსაც, თუმცა ვაქცინირებულებისთვის და მითუფრო მათთვის, ვისაც ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული, ომიკრონს ბევრად მარტივად გადაიტანენ.
გერმანიასა და საფრანგეთში ინფექციის რეკორდული მონაცემები გამოვლინდა.

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სამედიცინო დაწესებულებების გაზრდა, მედიკოსების რაოდენობასთან ერთად, რათა კონსულტაცია გაეწიოს ყველა პაციენტს.

“შესაძლებელია, ჩვენ პაციენტების იმდენად იდი რაოდენობა გვქონდეს, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნას ადამიანების კონსულტირებაში, მართვაში, დიაგნოსტიკაში. ეს არის ძირითადად პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრეროგატივა და ალბათ, ომიკრონის გავრცელების პირველი დარტყმა იქნება პირველად ჯანდაცვაზე,”-აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მხოლოდ ბოლო 24 საათში, გერმანიაში ვირუსი 133 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა , ”ომიკრონის” გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში კოვიდპასპორტები, დისტანციურად მუშაობა და საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარების მოთხოვნა გააუქმა.

მზარდია სტატისტიკა იაპონიასა და ჩინეთში.

პეკინში შეკერებებზე აკრძალვები დაწესდა.

ავსტრალიამ COVID19-ის სამკურნალო აბების გამოყენება დაუშვა.

ახალი ზელანდია კი, ინფექციის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, მკაცრი რეგულაციების დაწესებას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button