ლადო პაპავა თსუ-ში საქმიანობას პროფესორის სტატუსით გააგრძელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში საქმიანობას პროფესორის სტატუსით გააგრძელებს.

როგორც პაპავამ განაცხადა, მან უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება გაითვალისწინა და პოსტი უნივერსიტეტის სასარგებლოდ დატოვა.

ვლადიმერ პაპავა რექტორის უფლებამოსილებას 1-ელ მაისამდე განახორციელებს. აღნიშნულ დრომდე საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნდა ჩაატაროს, რომელშიც მონაწილეობის უფლება აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირის აქვს.

საბჭოს უფლებამოსილება 1-ელ ივლისს ამოეწურება, თუმცა მანამდე კანცლერის არჩევა უნდა მოხდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button