მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხელები ვაქცინის გაკეთებას ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს ურჩევენ

ლაგოდეხში მოსახლეობის ნაწილი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. ადგილობრივების უმეტესობა „ასტრაზენეკას“ მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და საერთო ვაქცინაციის პროცესს უნდობლობას უცხადებს.

ლაგოდეხელები კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ჯერ ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს ურჩევენ.

კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინა, 400 დოზა „ასტრაზენეკა“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 14 მარტს მიიღო.როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, მედ-პერსონალის ვაქცინაციის პროცესი ლაგოდეხში 17 მარტს დაიწყება

მოისმინეთ, გიორგი გოზალიშვილის და ლაგოდეხელების ხმები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button