მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის 24 სკოლა და 8 ბაღი დროებით დაიხურა

არჩევნებთან დაკავშირებით, 5 დღის განმავლობაში, ლაგოდეხის 24 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის, 8 საბავშვო ბაგა-ბაღი კი დროებით იხურება.

როგორც რადიო ჰერეთს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსმა მანანა ჩიკვაიძემ განუცხადა, ეს ის სკოლებია, სადაც საარჩევნო უბნები უნდა განთავსდეს.

“კლასებში სასწავლო პროცესი შეწყდება, 28 ოქტომბერს და 4 ნოემბერს განახლდება”, – განაცხადა მანანა ჩიკვაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თამარ ბაღაშვილის განცხადებით, ამავე მიზეზით დაიხურა ბაღებიც, იქ  ცენტრალური საარჩევნო კომისია სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 28 საჯაროსკოლა და 25 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუქციონირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button