მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა ოთხშაბათს შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი. ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ზომების მიღებას მანამდე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაზე, ასევე, სანქციებს ახალი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
“დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
პაკეტში შედის ზომები, რომლებიც მიმართულია უკვე არსებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ, ასევე ფართოვდება სანქციების ადრესატი ფიზიკური და იურიდიული პირების სია.
სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაეინი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული სანქციები აგრესორ სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს.
“[სანქციები] კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინის საომარ მანქანას ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვებით, რომელიც ასევე მიზნად ისახავს კრემლის მხარდამჭერი სუბიექტების დასანქცირებასაც”, – წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი.
წინასწარი მონაცემებით, სანქციები შეეხება 70 პირს, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან, და 30 კომპანიას. სიები პარასკევს გამოქვეყნდება.
როგორც BBC აღნიშნავს, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოიღო ყოვლისმომცველი ფინანსური და სავაჭრო სანქციები და ახლა უფრო იმაზეა კონცენტრირებულია, თუ როგორ სრულდება ეს სანქციები და არ ცდილობს ახალი შეზღუდვების გამონახვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button