ლაგოდეხის გამგეობის განცხადება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა უარყოფს კავშირს ფეისბუქის გვერდთან “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი” და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხაზგასმით აცხადებს,რომ ფეისბუქ გვერდი “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი” არ არის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური გვერდი, შესაბამისად ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე მუნიციპალიტეტის გამგეობა პასუხისმგებლობას არ იღებს.მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის გამოყენება კერძო პირების მიერ დაუშვებლად მიგვაჩნია, ამიტომ “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის” ადმინისტრაციას მივმართავთ, სასწრაფოდ შეცვალეთ სახელწოდება და სიმბოლიკა”- ნათქვამია განცხადებაში.

კახეთის სამხარეო და ლაგოდეხის პოლიცია იძიებს, დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის” სახელწოდებით შექმნილ გვერდზე რადიო ჰერეთის ჟურნალისტის, თოქ-შოუ “თავისუფალი დროს”ავტორისა და წამყვანის მარინა გოგოლაძის მისამართით შექმნილი პოსტის და ამ გვერდის ავტორთა ვინაობას.

ფეისბუქ გვერდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელსა და სიმბოლიკას იყენებს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button