“ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 1 მილიონ 900 ათასი დაჯდება”
ლაგოდეხში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დასრულდება – ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტოში ადასტურებენ. სადაც ამბობენ, რომ მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
პროექტის ღირებულება 1,900 000 ლარია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობა ლაგოდეხში ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო. მაშინ მხოლოდ საძირკველი ამოიღეს. მას შემდეგ მშენებლობა შეჩერებულია.