წინასწარი ინფორმაციით ყვარელში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ყვარელში, ილიას ტბაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდან არის.
გარდაცვალების გარემოების დადგენის მიზნით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”.