თეა წულუკიანი ამბობს, რომ რამდენიმე იუსტიციის სახლი აღარ აშენდება

“უნდა დავემშვიდობოთ მცხეთის იუსტიციის სახლს,” – ეს განცხადება ჟუნრალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანი ამბობს, რომ მცხეთის იუსტიციის სახლთან ერთად წელს ქვეყანაში არცერთი სხვა დაგეგმილი იუსტიციის სახლი აღარ აშენდება. მინისტი ამბობს იმასაც, რომ იუსტიციის სახლების არაშენება არ იმოქმედებს მომსახურების ხარისხზე. თეა წულუკიანის განცხადებით სამინისტრო მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს ბიუჯეტში დააბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ იუსტიციის სამინისტრო ოფიციალურ ვებ-საიტზე იუწყებოდა, რომ ლაგოდეხის იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადებული ჰქონდათ და მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დასრულდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button