ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტყეში სოკოს მოსაკრეფად წასული ქალი დაიკარგა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში შუახნის ქალი დაიკარგა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ქალი 29 ოქტომბერს ტყეში სოკოს მოსაკრეფად იყო წასული და უკან აღარ დაბრუნებულა.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიცია და სამაშველო ჯგუფები დაკარგულ ქალს სოფლის ტყეში ეძებენ, თუმცა კვალს ვერ მიაკვლიეს.

გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button