ლაგოდეხის ოთხ სოფელში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 15-ე საარჩევნო ოლქის ოთხ სოფელში, არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს – ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები.
დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებმაც გაიმაჯვეს, ესენი არიან ბესიკ თაბუნიძე- 69.28%, სოფელი არეშფერანი, დავით ლომიძე 55.47%, სოფელი კართუბანი, ემზარ გვალია – 40.83% , სოფელი ნინიგორი და ალექსანდრე ვარდოსანიძე 33.57%, სოფელი ცოდნისკარი.
იმ სოფლებში სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმაჯვეს, მეორე ადგილზე პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები გავიდნენ.