რეგიონი

ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ

ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილება უკვე ერთი კვირაა მაქსიმალური შეფერხებით მუშაობს.

დაბალი და საშუალო რგოლის სპეციალისტები, საპენსიო სამსახური და სოც.აგენტები,რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლეობას ემსახურებიან, – არასათანადო და უღირს სამუშაო პირობებს, ასევე, გაწეული სამსახურის წილ, მიზერულად მიღებულ შრომის ანაზღაურებას აპროტესტებენ.

თბილისში,სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ საპროტესტო ტალღას, სხვადასხვა რეგიონების სამსახურების თანშრომლებთან ერთად ლაგოდეხელი მოსამსახურეებიც შეუერთდნენ.

ისინი რადიო ჰერეთთან საუბრობენ,რომ ადგილობრივი სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთი თხოვნის მიუხედავად, გაჩერებას არ აპირებენ და ამბობენ,რომ სამსახურში იქამდე არ დაბრუნდებიან,სანამ ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს სრულყოფილად არ დააკმაყოფილებს.

გაფიცული თანამშრომლების თქმით,მათ სამინისტროსგან მომატებული ხელფასების შესახებ ბრძანება 20 იანვარს მიიღეს,თუმცა მათთვის შემოთავაზებული პირობები,60 პროცენტამდე გაზრდილი შრომის ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ.

თვლიან,რომ 2020 წელს,იმ დროსაც პროტესტის შედეგად გაზრდილი 200 ლარი და ახლა უკვე 320 ლარი მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან არაპროპორციულია.

ჰერეთმა გაარკვია,რომ აღნიშნული სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი ამ დროისთვის თავადაც სოც.დაუცველის სტატუსს ატარებს. ეს კი ზუსტად აღწერს იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რაც მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაუმსახურებლად ხვდათ წილად.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან 2018 წელს,სწორედ შეუსაბამო ანაზღაურების და ღირსების შემლახავი პირობების გამო სამსახური ერთ დღეს 3-მა სოც.აგენტმა და ერთმა უფროსმა აგენტმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის საქართველოს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი გიორგი წოწკოლაურმა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის და ოჯახური პირობების მიზეზით, მიმდინარე წლის იანვარში დატოვა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეთა 10 კაციანი ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს,თამარ ბარკალაიას ხვდება.

სამუშაო ჯგუფში,სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად,სოლიდარობის ქსელის ადვოკატი და იურისტიც შედის.

მსგავსი პოსტები

Back to top button