მნიშვნელოვანისიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ. მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების სრული ვერსია უნდა ნახონ, რათა სწორედ აღნიშნული კადრებით უნდა დადგინდეს საბოლოოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მესმაე პრეზიდენტის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გლდანის N 18 დაწესებულებაში.

აღნიშნული კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული სახით გაავრცელა, სრულ ვერსია კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინახება.

შეიძლება წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ – მასალა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცა და სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდს მოიცავს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდა.

მისი თქმით, იმ კადრებიდან, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, ჩანს ღირსების შემლახავი და არადამიანური მოპყრობა, ამიტომ ამ ნაწილში პროკურატურის უარი გასაჩივრდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, კადრების შესწავლის შემდეგ არა მხოლოდ არაადამიანური მოპყრობის, არამედ წამების კვალიფიკაციის საკითხიც დადგეს.

ნიკა გვარამიას ხმა

გარდა ამისა მესამე პრეზიდენტის სანახავად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდა, თუმცა მას დაწესებულებაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.

როგორც იასკომ განაცხადა, განუმარტეს, რომ მასზე ციხეში შესვლის ნებართვა გაცემული არ არის.

პროკურატურის გადაწყვეტყილების გასაჩივრება ცხადია, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მტკიცეულებებამდე ხელი მიგვიწვდებოდეს. მოცულობა არ ვიცი მასალის, არავის უთქვამს, დაჭრილია თუ უწყვეტი ესეც არ ვიცი. ის, რაც გავრფცელდა, მასალა არ არის, ის არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გვაჩვენებს იმას, რაც იუსტიციის სამინისტრომ ჩათალა საჭიროდ, თუმცა იმ მასალაშიც ნათლად იკვეთება, რომ ადგილი აქვს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, – თქვა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურმა გუშინ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button