ლაგოდეხში 12 საჯარო მოხელე შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს
ლაგოდეხში 12 საჯარო მოხელე შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
საატესტაციო კომისიამ საჯარო მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
კომისიის გადაწყვეტილებით, გამგეობაში დასაქმებული 8 საჯარო მოხელე დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება, ხოლო 4 მოხელე მოთხოვნებს მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს.
გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ის გაეცნობა კომისიის შეფასებებსა და არგუმენტებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას დატოვებენ თუ არა საჯარო მოხელები დაკავებულ თანამდებობებს .
კანონმდებლობით, გამგებელს გადაწყვეტილების მისაღებად 1 თვის ვადა აქვს, ხოლო საჯარო მოხელეებს შედეგების გასაჩივრება 2 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
საჯარო მოხელეების ნაწილი, რომლებიც გასაუბრებაზე დაიწუნეს, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.