ლაგოდეხში 9 მილიონიანი პროექტი დაიწყო [აუდიო]

ლაგოდეხში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 9 მილიონ ლარიანი პროექტი დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ინსი” ახორციელებს. როგორც რადიო “ჰერეთს” “ინსის” წარმომადგენელმა დავით გეგენავამ განაცხადა, იგეგმება 108 კილომეტრიანი ხაზის გამოცვლა, 3 ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, ახალი რეზერვუარის აშენება და ძველების რეაბილიტაცია.

გეგენავა ამბობს, რომ პროექტი 1 წელიწადში და 8 თვეში დასრულდება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ განაცხადა, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ლაგოდეხში სპეციალურ ტექნიკას ჩამოიყვანენ, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო.

ბარბაქაძე ამბობს, რომ “ლაგოდეხის მოსახლეობა სუფთა წყალს მიიღებს”.

დავით გეგენავა – გოდერძი ბარბაქაძე _ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button