მნიშვნელოვანირეგიონი
ლაგოდეხში ასაკოვანმა ქალმა თავი დაიწვა

ლაგოდეხში ასაკოვანმა ქალმა თავი დაიწვა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 70 წლის ასაკის ქალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ცოტა მოშორებით, ბენზინი გადაისხა.
საწვავის აალებით მიღებული დამწვრობებით, ქალი გარდაიცვალა.
ოჯახის წევრებისა და მეზობლებისათვის, ასაკოვანი ქალის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც მომხდარის დეტალებს არკვევს