რეგიონი
ლაგოდეხში ავტომობილი შურისძიების მიზნით დაწვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა დაწვეს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.
კაბალში მცხოვრები ეშვინ გასანოვის კუთვნილ მერსედესის მარკის ავტომობილს, ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაუჩნდა.
ადგილობრივების ვერსიით, გასანოვის ავტომანქანა, შურისძიების ნიადაგზე, ერთ- ერთ მეზობელთან წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო დაწვეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო, სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.