რეგიონი

თელავში ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა

კორონავირუსით გამოწვეული ავადობის მაღალი მაჩვენებლების გამო, თელავის 32 საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესს 1 მარტამდე ვეღარ განაახლებს.

ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ბაღებში პერსონალის დეფიციტიც კი შეიქმნა.

ძალიან მძიმე ვითარება შეგვექმნა. პერსონალის დეფიციტიც კი გაჩნდა, იმიტომ რომ ახალი პროტოკოლით, თუნდაც გრიპის შემთხვევაში, თანამშრომელი აღარ დაიშვებოდა. პროცესის დაწყებიდან მცირე ხანშივე მოგვიწია 15 ბაღის დაკეტვა. გავიარეთ კონსულტაცია პირველად ჯანდაცვასთან და გადაწყდა, რომ ერთი თვე ბაღები დაკეტილი იქნება. პროდუქტს მშობლებს სახლებში მივაწვდით”-განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი თელავის საბავშვო ბაღებში 17 იანვარს განახლდა.
უფრო გვიან, 24 იანვარს გაიხსნა ბაღები გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით ავადობის მაჩვენებელი, სამივე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საგანგაშოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button