რეგიონი

ზუგდიდში 2 სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

სახლის გარეშე დარჩენილ ზუგდიდელ ოჯახს დახმარება სჭირდება
ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე შალვა შეროზიას კერძო ორსართულიანი სახლი დაიწვა.
მეზობლების ცნობით,მიუხედავად იმისა,რომ მერია ერთჯერადად სამი ათასი ლარით ეხმარება,წვრილშვილიანი ოჯახი
საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სურსათ-სანოვაგის გარეშე დარჩა.

“ოჯახი დარჩენილია ყველაფრის გარეშე, ყავთ 2 ბავშვი. ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს, საერთოდ ვერაფრის. ვისაც რა შეგიძლიათ, გთხოვთ დავეხმაროთ, მათთვის ახლა ყველაფერი მნიშვნელოვანია. ასევე სამშენებლო კომპანიები და სამეურნეო მაღაზიებიც თუ გამოიჩენენ გულისხმიერებას, კარგი იქნება. გთხოვთ, ვისაც მიგიწვდებათ ხმა და შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ, არ დაიზაროთ”, – წერს ფეისბუქზე ოჯახის ახლობელი.

ოჯახი ღამეს ნათესავებთან ათევს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი,სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა გახდა. მიუხედავად იმისა,რომ სახანძროს თანამშრომლები დროულად მივიდნენ,სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა,ხოლო სახლის პირველ სართულზე რამდენიმე ოთახი გადარჩა,რომელიც საცხოვრებლად უვარგისია. მეზობლებმა ალმოდებული სახლიდან მხოლოდ მაცივრის და ტელევიზორის გამოტანა მოასწრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button