ლაგოდეხში ბრაკონიერთა ჯგუფმა ჯიხვი მოკლა
ლაგოდეხში ბრაკონიერთა ჯგუფმა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი მოკლა.
როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან აცნობეს, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისა და შსს-ს ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ამოღებულია ნანადირევი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.