“ლაგოდეხში ელ-ენერგიის ავარიული გათიშვები შემცირდება” [Audio]

DSCN9766“ლაგოდეხში ელ-ენერგიის ავარიული გათიშვები შემცირდება”, – ამ განცხადებას რადიო “ჰერეთთან” ს/ს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გაკოტრების მმართველი ზურაბ მეტრეველი აკეთებს.

მეტრეველის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ უბანში ამორტიზირებული ხაზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი დახურული სადენით იცვლება, რაც ავარიული გათიშვების შემცირებასთან ერთად, ენერგიის მიწოდების ხარისხს გაზრდის.

მეტრეველის თქმით ე.წ “დაბალი დენის” და “მოკლე ჩართვების” პრობლემა დაახლოებით 200- მდე საყოფაცხოვრებო აბონენტს და კომერციულ ობიექტებს მოეხსნება.

მოუსმინეთ ზურა მეტრეველის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button