მნიშვნელოვანირეგიონი

განხორციელდება თუ არა გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

განხორციელდება თუ არა გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია- ტენდერი ჩავარდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია იძულებული გახდა, 815.130 ლარის ღირებულების ტენდერი, ხელახლა გამოეცხადებინა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურის სახლის რეაბილიტაციის დროს, გათბობა- გაგრილებისა და ვენტილაციის პროექტიც უნდა განახორციელოს.

პირველი ტენდერი, მერიამ 2 მაისს გამოაცხადა, თუმცა, კონკურსი, 23 მაისს ისე დასრულდა, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაციის განხორციელების მსურველი კომპანია არ გამოჩნდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა 2 ივნისს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია ტენდერში მონაწილე კომპანიისგან, 2019 წლიდან დღემდე, 1.600.000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაოების განხორციელების გამოცდილებას ითხოვს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტენდერის ჩავარდნის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ.
” არავინ იყო მსურველი, შესაძლოა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გამო ვერ შედგა. ამიტომ ეს მოთხოვნები, კანონის შესაბამისად გადაიხედა და ტენდერი ხელახლა გამოცხადდა”- განუმარტეს მერიაში რადიო ჰერეთს.

წინადადებების მიღება, გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში, 13 ივნისს უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button