ლაგოდეხში გუბერნატორის შეხვედრა მედიისთვის დაიხურა
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ლაგოდეხში ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებს ხვდებოდა.
ეს შეხვედრა მედიისთვის დაიხურა, თუმცა შიოლაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხებს სწავლობს.
როგორც რადიო “ჰერეთს” გუბერნატორმა უთხრა, ის დაინტერესებულია გაეცნოს ტენდერების მიმდინარეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ხარისხს.
კახეთის გუბერნატორის თქმითვე, მსგავსი “სამუშაო შეხვედრები” მას კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ექნება.